სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წაართვეს თუ არა ანზორ ქოქოლაძეს ბიზნესი?

ანზორ ქოქოლაძე არის პირი, რომელიც აცხადებს რომ მას "ელიტ ელექტრონიქსი" წაართვეს, თუმცა, ივანიშვილის უკიდურესად პოლიტიზერებული პროკურატურაც კი არ იზიარებს მის ბრალდებას.

მოკლედ, ანზორ ქოქოლაძის შესახებ...

ქოქოლაძემ 1996 წელს მშობლიურ ბათუმში, „ელიტ ელექტრონიქსისპირველი ფილიალი ბაზრობაზე გახსნა და თავიდან მხოლოდ აუდიო და ვიდეო კასეტების გაყიდვით შემოიფარგლებოდა.

თუმცა, ძალიან მალე ბიზნესი განავითარა დაელიტ ელექტრონიქსისაქართველოს მასშტაბით ბრენდული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გახდა, მისი ფინანსური მოგება კი უფრო და უფრო იზრდებოდა.

აღნიშნულ მაღაზიათა ქსელს მოჰყვა მეორე, არა ნაკლებ ცნობილიტექნო ბუმისტექნიკის სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც ასევე დიდი ფინანსურ მოგებას იძლეოდა, თუმცა როგორ იკვალავდა ქოქოლაძე ბიზნესის გზას, ეს საზოგადოებისთვის ბოლომდე არ არის ცნობილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესმენი ადრე სახელმწიფოს მიმართ დავალიანებისთვის გასამართლდა.

ეს ბრალდება დღემდე ძალაში რჩება. სახელმწიფოს, ცვლილებების შემდეგაც არ გადაუხედავს ამ ბრალდებისათვის.

ანზორ ქოქოლაძე არის პირი, რომელიც სახელმწიფოსა და ბანკების ხარჯზე აკეთენს ბიზნესს და ამისთვის არა ერთხელ მოუხდა კითხვებზე პასუხის გაცემა.

"მან გარკვეული კომბინაციით ბანკებისგან აიღო მილიონობით ლარი.

სქემა შემდეგში მდგომარეობდა - საკუთარ კომპანიას აკოტრებდა შეგნებულად, კრედიტორებს აცურებდა და სხვა კომპანიას ქმნიდა.

სწორედ ამ მიზნით გააკოტრაელიტ ელექტრონიქსიდა შექმნატექნო ბუმი“, სადაც წინა მაღაზიის პროდუქცია შეიტანა. კოდებით დადასტურდა.

თუმცა, ახლა ეს უკანასკნელიც გაუყენა გაკოტრების გზას, რადგან აპრობირებული სქემა მისთვის ფინანსური სარგებლის მომტანი აღმოჩნდა", - გვიყვება მისი ყოფილი პარტნიორი აჭარიდან.

აღსანიშნავია რომ თიბისი ბანკმა თავის დროზე დიდი რაოდენობის სესხი დაუმტკიცა ქოქოლაძეს.

თუმცა, „გაკოტრებულიმაღაზიათა ქსელი ვეღარ იხდიდა ყოველთვიურად დაკისრებულ თანხას.

ბანკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეღავათს უწევდა, თუმცა, თანხის გადაუხდელობის გამო, იძულებული გახდა გაეყიდა კომპანია იმაზე ბევრად იაფად, ვიდრე ქოქოლაძეს ჰქონდა თანხა წაღებული.

ამავე დროს, აჭარელი ბიზნესმენის თქმით, რომელიც მისი პარტნიორი იყო, გარდა ქვეყნის შიდა სქემებისა, მას საერთაშორისო პარტნიორებთანაც გაუფუჭდა სახელი.

ყოველივე ეს კი ქართულ ბიზნესს ძალიან ცუდ იმიჯს უქმნის, რადგან საერთაშორისო პარტნიორების თვალში ადგილობრივი ბიზნესმენების მიმართ ნდობის ფაქტორი უარყოფითისკენ იცვლება.

თავად ბატონი ანზორი ხელს წინა ხელისუფლებისკენ იშვერს და ბანკსა და მის აქციონერებს ადანაშაულებს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100