აჭარის მხატვართა კავშირის გამოფენა ოზურგეთში
2016 წლის 5 დეკემბერს, ქალაქ ოზურგეთში მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში მოეწყობა აჭარაში მოღვაწე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. ვერნისაჟზე გამოფენილი იქნება 25-ზე მეტი მხატვრის სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგში, ჟანრსა და სტილში შესრულებული 50-ზე მეტი ნამუშევარი, რომელთა ხელწერა თანამედროვეობას ეხმაურება და არ ივიწყებს ქართულ ტრადიციებს.
გამოფენის გახსნას დაესწრება გურიაში მოღვაწე მხატვრები, ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება, მათთვის მოეწყობა ასევე პროექტის ფარგლებში გამოცემული საექსპოზიციო ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია. გამოფენა ქალაქ ოზურგეთში 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამოფენა იმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“-ფარგლებში.
კომენტარი