სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტრიპტიზკლუბიდან რომის პაპის ტიტულამდე - ფრანცისკ I-ის აღიარება

რომის პაპის სენსაციური განცხადება, ის ახალგაზრდობაში არგენტინის ერთ-ერთ სტრიპტიზკლუბში კარის კაცად მუშაობდა. ამ ფატის შესახებ კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა რომში, წმინდა კირილის ტაძარში ვიზიტის დროს ისაუბრა.

გარდა ამისა სხვადასხვა დროს რომის პაპი მუშაობდა დამლაგებლად, ასისტენტად ქიმიურ ლაბორატორიაში და იყო ფსიქოლოგიური ლიტერატურის მასწავლებელი.

იტალიური გამოცემის Gazetta Del Sud-ის ცნობით პონტიფიკმა ასევე აღიარა, რომ ტანგოს დიდი თაყვანისმცემელიც იყო და ცეკვაში თავის პარტნიორთან რომანიც ჰქონდა. ფრანცისკ პირველის განმარტებით მისი ასეთი გულწრფელობა მის იმიჯს არაფერს ავნებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანცისკ პირველი რომის 266-ე პაპი 2013 წლის 13 მარტს გახდა. წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სუვერენული სახელმწიფოს მეთაურს. სახელი ფრანცისკე აიღო ესპანელი მისიონერის, „იესოს საზოგადოების“ თანადამფუძნებელ ფრანსისკო ხავიერისგან. იგი პირველი იეზუიტი პაპია, პირველი ამერიკის სუბკონტინენტიდან და პირველი სამხრეთ ნახევარსფეროდან. იგი არის ასევე პირველი არაევროპელი პაპი სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ (პაპი 731-741 წწ.)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100