სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანდერს ფოგ რასმუსენი - კვლავ მტკიცედ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აშშ-ში ტურნეს ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს შესახებ საუბრობს.

გენერალურმა მდივანმა საქართველოს საკითხზე გუშინ ჩიკაგოს უნივერსიტეტის ჰარისის სკოლაში გამოსვლისას დროს ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ნატო-სთვის კვლავ რჩება რუსეთთან პრინციპული უთანხმოების მიზეზად.

"კვლავ მტკიცედ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მოვუწოდებთ რუსეთს, საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედოს. ჩვენ არ უნდა გავექცეთ ამ უთანხმოებების განხილვას, მაგრამ ამან ჩვენი პარტნიორობის პარალიზება არ უნდა მოახდინოს", - განაცხადა რასმუსენმა.

ჯორჯიაში, დობინსის საჰაერო ძალების ბაზაში სტუმრობისას კი გენერალურმა მდივანმა იმ როლზე ისაუბრა, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთის ოპერაციაში ასრულებენ.
"ჯარისკაცები ამერიკის შტატ ჯორჯიანად და ქართველები საქართველოს რეპუბლიკიდან საფრანგეთისა და პოლონეთის ჯარებთან ერთად პატრულირებენ ავღანეთის სოფლებში", - განაცხადა რასმუსენმა.

გენერალურმა მდივანმა აშშ-ში ტურნე 7 მაისს დაიწყო. 13 მაისისთვის დაგეგმილია რასმუსენისა და აშშ-ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას შეხვედრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100