სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

49 წლის კაილი მინოუგმა აღიარა, რატომ არ ეყოლება შვილები არასდროს

ავსტრალიელი მომღერალი კაილი მინოუგი ყველა დამწყები მომღერლისთვის მისაბაძი მაგალითია. მან პოპულარობა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, 80-ან წლებში მოიპოვა. კაილი სერიალ „მეზობლების“ (ერთ-ერთი ყველაზე დიდი სერიალი ტელევიზიის ისტორიაში) ვარსკვლავი გახდა. ამის შემდეგ, 19 წლის მინოუგმა მუსიკალურ სფეროში სცადა ბედი და სიმღერა დაიწყო, რამაც კიდევ უფრო მეტი წარმატება მოუტანა. იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე კაილი პოპულარობას სტაბილურად ინარჩუნებს.

კარიერისგან განსხვავებით, მომღერალს პირად ცხოვრებაში არც ისე გაუმრთლა. შოუ ბიზნესში მოპოვებული წარმატება კი ყოველთვის შველოდა საკუთარი მარტოობის დაძლევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის თავის ბოიფრენდებს შორდებოდა.

როდესაც კაილი მსახიობ ჯოშუა სასს ხვდებოდა, მომღერლის თაყვანისმცემლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი რომანი ქორწინებით დასრულდებოდა, თუმცა საქმე ნიშნობამდეც ვერ მივიდა. ჯოშუა კაილის ფულსა და დიდებას პირადი მიზნებისთვის იყენებდა. შემდეგ გადასაღებ მოედანზე თავისი პარტნიორი შეუყვარდა და კაილი მიატოვა. მომღერალმა ეს დაშორება რთულად გადაიტანა.

მინოუგი პირადი ცხოვრებაზე მეტად იმას ნანობს, რომ შვილები არ ჰყავს და არც არასდროს ეყოლება:

„დედობა ყველაზე საინტერესო მოვლენაა ცხოვრებაში, თუმცა მე შვილები აღარასდროს მეყოლება. ჩემი დაორსულება ასაკისა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნის გამო უკვე შეუძლებელია (მომღერალს 2005 წელს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დიაგოზი დაუსვეს, რომელიც ქიმიოთერაპიებისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დაამარცხა). იმედია, ოდესმე შევხვდები ისეთ მამაკაცს, რომელსაც საკუთარი შვილები ეყოლება. ასევე, იმედი მაქვს რომ ძალიან კარგი დედინაცვალი ვიქნები ჩემი გერებისთვის“ - განაცხადა მომღერალმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100