სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ კალანდიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ცნობილია

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივარს მოსამართლეთა კოლეგია თითქმის, 3 თვის განმავლობაში განიხილავდა.

მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე განისაზღვრა.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100