სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარია ჩხოროწყუში - გარდაცვლილია ერთი მამაკაცი, დაშავებულთა შორის არის წალენჯიხის გამგებლის მოადგილე

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც საზოგადოებრივს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ ბრიგადას ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული დახვდა. ოთხივე მამაკაცი ჩხოროწყუს რაიონულ კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, წალენჯიხის გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს წალენჯიხის გამგებელმა, ბესიკ ფარცვანიამ დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, გიორგი ლუკავას მდგომარეობა მძიმეა და ის კატასტროფის ბრიგადას ქუთაისში გადაჰყავს, სადაც თავადაც მიემართება.

ბესიკ ფარცვანიას განცხადებით, მისთვის მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია, მათ შორის ისიც, იჯდა თუ არა ლუკავა ერთ-ერთი ავტომობილის საჭესთან

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100