"ეს ვირუსი არ არის მკვლელი ვირუსი..." - აი, ასე გვამშვიდებენ ექიმები
კორონავირუსი არ არის მომაკვდინებელი ვირუსი - ამის შესახებ "კურიერთან" საუბრისას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს არის დაავადება, რომელიც ამ ეტაპზე კაცობრიობამ უნდა მოიხადოს, საქართველოში კი, ამ ეტაპზე დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა არ არის პროცენტულად მაღალი.
"რაც კაცობრიობა გაჩნდა სულ არსებობდა მიკროორგანიზმი და დაავადება. პანიკის ატეხვა და შიშის განწყობა ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი მეტად დუნე ხდება. ასეთ ორგანიზმს კი ბრძოლის უნარი არ გააჩნია. ეს ვირუსი არ არის მკვლელი ვირუსი, 80% შემთხვევა არის "A" კლინიკური ფორმა, ანუ ისე გაივლის ეს ყველაფერი, რომ შესაძლოა მოსახდელი დაავადებაც კი დავარქვათ.
ეს არის ინფექცია, რომელიც კაცობრიობამ ამ ეტაპზე უნდა მოიხადოს. 17% არის მსუბუქი და საშუალო მდგომარეობა, ხოლო 3% არის ინტენსიური პაციენტი. ეს 3% არის მაღალი რისკჯგუფიდან, მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ამას კარგად გადალახავს," - განაცხადა ლევან რატიანმა.
კომენტარი