სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექიმი-ინფექციონისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

ექიმი-ინფექციონისტები გრიპის ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განცხადა, მიმდინარე წლის სეზონზე ღორის გრიპით (H1N1 შტამი) სამი ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, 67 პაციენტს H1N1 შტამი დაუდგინდა, ხოლო 6 პაციენტს - B ტიპის გრიპი.

ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, გრიპით დაავადებული ადამიანი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს უნდა მოერიდოს. ასევე, სახლიდან არ უნდა გავიდეს სხეულის ტემპერატურის დარეგულირებიდან 24 საათის განმავლობაში.
პაციენტის ოთახი ხშირად უნდა განიავდეს და სველი წესით დამუშავდეს. პრევენციის მიზნით მოქალაქეებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღაბი გამოიყენონ და ყველაზე მთავარი-ხშირად დაიბანონ ხელები.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, პრევენციის მიზნით სასურველია, მოქალაქეებმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ, რომელიც სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 20-30 ლარი ღირს.
რაც შეეხება მწვავე რესპირატორული გრიპის სიმპტომატ იკას - პაციენტს მოულოდნელად უწევს სხეულის ტემპერატურა, დამახასიათებელია ინტოქსიკაცია, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. იშვიათ შემთხვევაში ხველა და სურდო.
გრიპის შემთხვევები კლებას მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100