დარჩიაშვილი: ივანიშვილის რუსეთთან რეალური დამოკიდებულება გამოჩნდა
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი პრემიერ მინისტრის გამოსვლას ევროპარლამენტართა წინაშე სოციალური ქსელის საშუალებით აფასებს. "ვუყურებ ივანიშვილს სტრასბურგში... წინა ხელისუფლებას შეიძლება ბევრი შეცდომა ქონდა და დანაშაულებები ხდებოდა. მაგრამ ასეთი სირცხვილი ქვეყნის ხელისუფლების საერთო ევროპულ კლუბში წარდგენის ამბავში, არ მინახავს. რუსეთთან რეალური დამოკიდებულება ჩანს არა სიტყვა "ოკუპაციის" ხმარებაში, რაც, დარწმუნებული ვარ, ივანიშვილისათვის რუსული ნებართვითაა, არამედ მაგნიტსკის საქმეზე პასუხგაუცემლობაში. ევროპელი პარლამენტარების კითხვაზე, ყველაფერი წესრიგშია თქვენს ქვეყანაშიო?, პასუხგაცემა - თქვენ რა იცით, წესიერად გაეცანით ინფორმაციასო - არის ისეთი უკულტურობა, რომელსაც საქართველოსათვის უარესი შედეგი მოაქვს, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ ყველა შეცდომა/დანაშაულს", - წერს "ფეისბუქზე" დავით დარჩიაშვილი.
კომენტარი