რას წერს ხატია სიჭინავა რამაზ ნოზაძის პროფილში სტუმრობის შემდეგ?
თოქშოუ პროფილში დღეს ქართველმა სპორტსმენმა რამაზ ნოზაძემ საკუთარ უდიდეს სიყვარულზე, ტელეწამყვან მეუღლეზე ხატია სიჭინავაზე ისაუბრა და ნოზაძის ნაამბობმა მაყურებელში დიდი ემოციები გამოიწვია. მაია ასათიანის შოუს დასრულების შემდეგ საკუთარი ემოციები ფეისბუქზე გააზიარა რამაზის საყვარელმა ქალბატონმაც.
„ემოციებისგან გული გამისკდა... არ ვიცი რა ვთქვა... ჩემო სიყვარულო მიყვარხარ ისე რომ სიტყვებით ვერ აღვწერ! მე ვიცოდი, რომ ყველაზე მაგარი ქმარი მყავდა, მაგრამ შენი დღევანდელი პროფილით რეკორდი მოხსენი!! მიყვარხარ ცამდე... და იმის იქეთ... მთელი ცემი სიცოცხლე და სუნთქვა და გულისცემა შენ გეკუთვნის მარტო შენი იქნება ჩემი ცხოვრება. დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის შენ და ღმერთს, რომ ამხელა ბედნიერება მაჩუქა შენი სახით. მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ და არ დავიღლები ამის თქმით არასოდეს.“ - წერს ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში.
კომენტარი