სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი გახდა

30 იანვარი, 2018 - საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა და საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, მეომრანდუმის თანახმად ბანკი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გენერალური სპონსორობის შესახებ, მემორანდუმი სწორედ საქართველოს ბანკთან გააფორმა. ჩვენ ვახორციელებთ მეტად საინტერესო პროექტებს ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებისთვის, სადაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი გენერალური სპონსორის მხარდაჭერა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და ერთობლივი ძალებით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შევძლებთ“ განაცხადა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს წამყვანი ბანკი, ქვეყნისთვის ერთერთი მნიშვენლოვანი - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა. აღნიშნული თანამშრომლობით, საქართველოს ბანკი მხარს უჭერს სპორტის განვითარებას ქვეყანაში და ქართველი სპორტსმენების კიდევ უფრო მეტ წარმატებას, მსფოლიო ასპარეზზე. ჩვენთვის პატივია, გვქონდეს უფლება მხარი დავუჭიროთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ქართველი სპორტსმენების განვითარებასა და წარმატებაში, მათი წარმატება კი სწორედ ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, მსოფლიო ასპარეზზე“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

საქართველოს ბანკის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ურთიერთანამშრომლობის შედეგად, არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველი სპორტსემენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებას, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას და გავრცელებას, რადგან თითეული სპორტმენისთვის, რომელიც წლების განამავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100