სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, მთავარი არხი, ნიკა გვარამიას მთავარი ქმნილება, გააგრძელებს მუშაობას - გიორგი გაბუნია

ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ მთავარი არხი, ნიკა გვარამიას მთავარი ქმნილება ბოლო წლებში, გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას - განაცხადა "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გაბუნიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული განაჩენის შემდეგ:

"სამწუხაროდ მოულოდნელი არ იყო ეს გადაწყვეტილება ჩვენი სასამართლოსგან. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და გამოჩნდა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს. ჩვენი ქვეყანა იქცა დაშინებული, ძალადობის ქვეშ მყოფი, არათავისუფალი ადამიანების აგლომერაციად, რომლებიც უბრალოდ გავჩნდით ერთ ტერიტორიაზე და მხოლოდ ამიტომ ვართ ერთად. არც ენა, არც მამული არც სარწმუნოება, სამწუხაროდ აღარ არის ჩვენი ქვეყნის და ერის გამაერთიანებელი ნიშნები, იმიტომ, რომ ვხედავთ, ჩვენ არ გვაქვს არც მამული, დაფლეთილია ჩვენი ქვეყანა, არ გვაქვს ენა იმიტომ რომ წერა-კითხვაც კი აღარ ვიცით წესიერად, ან თუ ვიცით ამას ვიყენებთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დასახლეჩად და სარწმუნოებაც სამწუხაროდ მხოლოდ ფარსად იქცა განსაკუთრებით ბოლო წლებში.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უფრო მეტად ვიდრე აქამდე. იმიტომ რომ ახლა კიდევ ერთი დამატებითი ძალიან დიდი მიზეზი გვაქვს იმისთვის რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე თავისუფლებისთვის, არა მარტო ნიკას თავისუფლებისთვის, ასე მოინდომა ქართულმა ოცნებამ, რომ ნიკა გვარამია გახადა ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლოდ, არა ერთადერთად სამწუხაროდ. ნიკა არ არის ერთადერთი, მაგრამ ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო თავისუფლების, რომელთან ერთადაც ჩვენ ამდენი წელი გავატარეთ სწორედ ამ ყველაზე ძვირფასი მონაპოვარისთვის ბრძოლისთვის, თავისუფლებას ვგულისხმობ. ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ მთავარი არხი, ნიკა გვარამიას მთავარი ქმნილება ბოლო წლებში, გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას არა იმიტომ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ნიკა იქნება თუ არა ჩვენთან, არა, პირიქით ნიკას დამსახურებაა, რომ არხი ისეა აწყობილ, რომ ყველას ჩვენ შეგვიძლია აწყობილი საათივით მუშაობა, ერთადერთი, რომლის პრობლემაც გვაქვს, ეს არის ფინანსური და ესეც მოდის ქვეყნის პრობლემიდან გამომდინარე იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას აღარ აქვს აღარც ეკონომიკა და აღარც დოვლათი და ჩვენს მოხრჩობას წლებია ცდილობენ ფინანსური პრობლემებით, მაგრამ ჩვენ ამასაც გადავლახავთ, ბრძოლა გრძელდება, რომ საქართველო იქცეს ისევ სახელმწიფოდ, როგორც ოდესღაც იყო." განაცხადა გიორგი გაბუნიამ."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100