რატომ სთხოვდა პიტი ანჯელინას განქორწინების გადადებას?
ანჯელინას და ბრედის განქორწინება ორი დღეა უკვე ტოპ-თემაა მსოფლიო მედიაში. აი, რა ინფორმაციას ავრცელებს „ფიფლი“:
„ანჯელინამ ბრედს განქორწინების შესახებ ორი დღით ადრე შეატყობინა, სანამ ამის შესახებ განაცხადს სასამართლოში შეიტანდა. ბრედი განქორწინებაზე თავიდანვე თანახმა იყო, თუმცა ასე მოკლე ვადაში არ უნდოდა, რადგან შვილებზე ზრუნავდა და ამბობდა, რომ დრო იყო საჭირო რომ ეს ყველაფერი შვილებს გაეაზრებინათ და მიეღოთ, თუმცა ანჯელინამ ბრედის ეს თხოვნა ყურად არ იღო და 2 დღეში შეიტანა განქორწინების შესახებ განაცხადი“
კომენტარი