გრიგოლ ვაშაძე: რუსთაველის გამზირზე მოსკოვის მიერ ორგანიზებული აქცია ჩავარდა
"მარგინალების ჯგუფი ეცადა, წაერთმია ქართველი ხალხისთვის უფლება, აღენიშნა ყველაზე დიდი ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გამოცემა "მოსკოვსკიე ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქციის დარბევის შეფასებისას.
"სამართალდამცავმა ორგანოებმა აღკვეთეს საზოგადოებრივი წესრიგისა და ჩვენი კანონმდებლობის დარღვევის მცდელობა. საქართველოს ხელისუფლების მოქმედებამ ყველა დედაქალაქში ნორმალური შეფასება გამოიწვია, გარდა მოსკოვისა, სადაც ნამდვილი ისტერიკა დაიწყო სრულიად გასაგები მიზეზების გამო", _ აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "მოსკოვის მიერ დაფინანსებული, შთაგონებული და ორგანიზებული აქცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული, კიდევ ერთხელ ჩავარდა".
კომენტარი