სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: თქვენთვის უკეთესი იქნება, თუ მოახერხებთ საკუთარი აზრის რეალიზებას. ნუ ენდობით გარშემომყოფებს. თქვენდამი ყველა მეგობრულად არ არის გამსჭვალული.

კურო: თუ სიყვარულზე ოცნებობთ, მაშინ დღეს ამ სურვილის ასასრულებლად საუკეთესო დროა. დღეს შეძლებთ თქვენთვის შესაფერისი ადამიანის პოვნას.

ტყუპები: ყველას არ აქვს ისეთი იუმორის გრძნობა როგორც თქვენ, ამიტომ შესაძლოა თქვენი მხიარული ხასიათი ბევრმა უარყოფითად მიიღოს. ამიტომ ეცადეთ ყველასთან გულღია არ იყოთ და მხოლოდ თქვენთვის საყვარელ ადმიანებთან გაშალოთ ფრთები.

კირჩხიბი: შესაძლოა დღეს იმედები გაგიცრუვდეთ. ეცდებით იყოთ მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ რეალურად თქვენს მისწრაფებებს ვერაფერს გაუგებენ და მარცხს განიცდით. ამიტომ მაქსიმალურად იფრთხილეთ.

ლომი: ოცნება თქვენზე დადებით გავლენას არ მოახდენს. ამიტომ, კარგი იქნება თუ რეალობას ისეთად აღიქვამთ როგორიც არის. ნუ ცდილობთ ილუზიებში ცხოვრებას, სამომავლოდ აუცილებლად ინანებთ.

ქალწული: თუ თვლით, რომ ნებისმიერი ადამიანის გულის მოგება შეგიძლიათ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მაშინ იცოდეთ, რომ ძალიან ცდებით. მსგავს შემთხვევაში აუცილებლად დაუშვებთ შეცდომებს და შესაძლოა ამის გამო საყვარელი ადამიანებიც კი დაკარგოთ.

სასწორი: თქვენ უკანასკნელი დროის მანძილზე დიდი პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე, ახლა კი მისი შესრულება გეზარებათ. გახსოვდეთ, რომ დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში დიდ პრობლემებს გადაეყრებით.

მორიელი: იყავით უბრალონი და ხალხი შეგიყვარებთ. ნუ ცდილობთ გარკვეული სტატუსის მქონე ადამიანებთან დაახლოებას და საკუთარი თავის გარდაქმნას. ასეთ შემთხვევაში ცხოვრებას ხელოვნურად გაირთულებთ.

მშვილდოსანი: ნებისმიერი ადამიანი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ბედნიერებაზე. ამიტომ თქვენს ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს სხვებს ნუ გადააბრალებთ. ეცადეთ სხვადასხვა დაბრკოლებების დამოუკიდებლად გადალახვას.

თხის რქა: თუ რთულ საქმეებთან შეჭიდება მოგიწევთ, პირველ რიგში არ დაკარგოთ რწმენა. ყოველთვის გქონდეთ საკუთარი თავის იმედი და ნუ დაეყრდნობით სხვებს. შესაძლოა უახლოესმა მეგობარმაც კი ძალიან მარტივად გიმუხთლოთ.

მერწყული: საკუთარ თავს ჰკითხეთ, აფასებთ თუ არა თქვენს ცხოვრებას ისე, როგორც უნდა აფასებდეთ? ნუ ხართ კრიტიკულად განწყობილნი, ეცადეთ დადებითი მხარეც დაინახოთ და არავითარ შემთხვევაში არ ააწყოთ საკუთარი ცხოვრება სხვების შეხედულებებზე.

თევზები: დღეს მაქსიმალურად ენერგიულად იგრძნობთ თავს და შეძლებთ ამ ენერგიის რაციონალურად გადანაწილებას. ამიტომ წარმოქმნილ პრობლემებს არ შეუშინდეთ, რაც შეიძლება სწრაფად გადაჭერით და შემდეგ მეგობრებს მიაკითხეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100