სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თემქის კლინიკაში ახალნამშობიარები ქალი შეიყვანეს, ჩვილის ადგილსამყოფელი უცნობია - საქმე დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

გუშინ გვიან ღამით, ახალნამშობიარები ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თემქის N5 კლინიკურ საავადმყოფოში გართულებებით შეიყვანა, თუმცა მას ახალშობილი თან არ ახლდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი მშობიარობის შემდგომი სისხლდენით კლინიკაში ახალშობილის გარეშე გუშინ საღამოს შეიყვანა. მათივე განცხადებით, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალნამშობიარები ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა გართულებები მოსალოდნელი არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პრესსამსახურის განცხადებით, პაციენტს ოჯახის წევრი ან ახლობელი არც კლინიკაში მიყვანისას ახლდა და არც ამ დრომდე მისულა მასთან ვინმე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100