"მთავარია მონასტრებშიც არ დაიწყონ სიარული" - ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე
ნახეთ, რას წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე:
პატრიარქის საიუბილეო ვახშამზე გიგა მოვლანდე, ბოკერია. წამოდგა პატრიარქი, წამოუდგა დარბაზი და მათ შორის თვით გიგაც. მესმის რომ პროტოკოლი ითვალისწინებს ამას, მაგრამ ვაი, რა უხერხული სანახავია, როცა პოლიტიკის გამო ყველაფერი მოსულა. ოღონდ დამატებითი “ქულა” რამემ მოგიტანოს, ფაფუ, პრინციპები ქრება.
ამ სტატუსსაც არ დავწერდი, რომ არა ერთი გარემოება. გიგა და მისი მეინახე, ასეთ დროს ამბობდნენ, პოლიტიკის გამო, ყველაფერი არ მოსულაო. ჰოდა მოსულა რომელია:) მთავარია მომასტრებშიც არ დაიწყონ სიარული და ეს კიდევ არაფერი. პოლიტური აუცილებლობით ახსნიან.
პ.ს. ის დროც მახსოვს, როცა კობა სუბელიანი და სხვანი, დაცინვის მიზეზი ხდებოდნენ მსგავსი “წამოდგომების” გამო.
კომენტარი