სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რატომ უნდა ხდიდეს სახელმწიფო ადამიანების ბედისგან შოუს?"

ცენტრ პოინტის საქმესთან დაკავშირებით კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ყოფილი პარლამენტარის, რუსუდან კერვალიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნათია ფანჯიკიძე.

„თურმე 2013-დან სასამართლოში დადის ეს ხალხი, არსად გარბოდნენ, იძლეოდნენ ჩვენებებს. თურმე ტერორისტივით წინასწარ პატიმრობაში აყვანილი სალომე ჩარკვიანი მრავალი წელია აღარ მუშაობდა კომპანიაში.

რა მოხდება რომ როდესმე ჩვენს ქვეყანაში რაიმე გადაჭარბების და თეატრალიზებული დაჭერის გარეშე წარიმართოს? რატომ უნდა ხდიდეს სახელმწიფო ადამიანების ბედისგან შოუს?

სამართალი უნდა მუშაობდეს წესების დაცვით, არა წინასაარჩევნო ყიჟინით და სიხარულით, არამედ გარემოების და საჭიროების მიხედვით. რატომ გახდა საჭირო ფინანსურ დანაშაულში ეჭვმიტანილი სამი შვილის დედის საზეიმო დაპატიმრება, როცა ჯერ ბრალიც არაა დადასტურებული.

სამართლიან ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, სადაც ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენი აგებს პასუხს არც მეტად, არც ნაკლებად, არამედ დანაშაულის ადეკვატურად, მაგრამ სამართლიანობა არ გულისხმობს არცერთი ადამიანის მიმართ ცინიკურ, აბუჩად ამგდებ დამოკიდებულებას.“ - წერს ფანჯიკიძე პირად ფეისბუქ გვერდზე.

კერვალიშვილის განცხადება იხილეთ სტატიაზე მიბმულ ვიდეოში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100