სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დარჩება თუ არა თბილისი გოგირდის აბანოების გარეშე

აბანოების ხელმძღვანელობის განცხადებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბანოებს ახალი, არაგონივრული ტარიფი დაუწესა.

როგორც აბანოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ტარიფი მას შემდეგ გაეზარდათ, რაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ახალი ხელმძღვანელობა მივიდა.

„ბიზნესის სპეციფიურობიდან გამომდინარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტარიფს არ გვიწესებდა და სიტყვიერი შეთანხმების შედეგად ფიქსირებულ გონივრულ გადასახადს ვიხდიდით. მას შემდეგ, რაც ამ კომპანიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა, 2015 წლის თებერვლიდან, აბანოებს გადასახადი არაგონივრულად გაგვეზარდა. თვეში, 9600 ლარის გადახდა გვიწევს. ეს არის მარტო საკანალიზაციო მომსახურეობა. ამას ემატება კიდევ ცივი წყლის ტარიფი და დაახლოებით, 11 ათასი ლარი გამოგვდის გადასახადი ერთ აბანოს. ჭრელი აბანო, რომელიც დაკეტილია, დაახლოებით, 13 ათას 500 ლარის გადახდა მოუწევს“, - განაცხადა ეკა სვანიძემ.

აბანოების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომისინი იძულებულები გახდებიან, დაწესებულებას პროფილი შევუცვალონ, რაც თავის მხრივ, დასაქმებული ადამიანების უმუშევრად დატოვებას გამოიწვევს და ქალაქი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ობიექტს დაკარგავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100