აშშ–ის გენპროკურორი: ბინ ლადენის მკვლელობა დაგეგმილი არ ყოფილა
აშშ-ის გენპროკურორი ერიკ ჰოლდერი აცხადებს, რომ პაკისტანში აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ოსამა ბინ ლადენის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა.
ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში ერიკ ჰოლდერმა ბინ ლადენი "მტრული ძალების მეთაურად" მოიხსენია. მისი თქმით, "ალ-ქაიდას" ლიდერის მოკვლა ლეგიტიმურია და სამხედროები ამერიკული ფასეულობების უგულებელყოფაში არ უნდა დაადანაშაულონ.
გენპროკურორის თქმით, ბინ ლადენის ცოცხლად შეპყრობა შესაძლებელი და მისაღებიც კი იყო, თუმცა ეს ამერიკული სპეცსამსახურების სიცოცხლის ფასად მოხდებოდა.
კომენტარი