"ჩემი ქმარი და დედა, ჩემი უმცროსი დის ოჯახი ბომბებს კიევში, სარდაფებში ემალებიან " - ვერა ბრეჟნევა რუსებს მიმართავს
ჯგუფ ВИА Гра-ს ყოფილი ვოკალისტი ვერა ბრეჟნევა პროდიუსერ კონსტანტინ მელაძეს 2015 წლის ზაფხულში გაჰყვა ცოლად. ქალი ნახევრად უკრაინელია. ბრეჟნევა და მელაძე 6 წელია ცოლ-ქმარი არიან და ორივეს ჰყავს შვილები, თუმცა არა საერთო. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, მეორე დღესვე მომღერალმა ვალერი მელაძემ, რომელიც კონსტანტინის ძმაა, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც კრიტიკული იყო რუსეთის ხელისუფლების მიმართ. იგივე აზრზეა ვერა ბრეჟნევა, რომელიც წერს, რომ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები უსაფრთხოდ არ არიან. ვერა ბრეჟნევა: "არასოდეს დამიყვია ჩვენი ერები. არც მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანსა და ბავშვს ვეხმარებოდი. ჩემი დედა და ბებია რუსები არიან. მამა და ბაბუა უკრაინელები. ორივე ხალხი ჩემი წინაპრები და ჩემი სისხლია. დავიბადე და ვცხოვრობ უკრაინაში. ახლა კი ყველა გაჭირვებულ მდომარეობაში ვართ. 32% რუსი გამომწერი მყავს "ინსტაგრამზე". უბრალოდ, მინდა, იცოდეთ სიმართლე და თუ რაიმეს გაკეთება შეგიძლიათ, გააკეთეთ. ბოლო დრომდე არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. მაგრამ მეხუთე დღეა ომში ვართ. სულ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. სულ უფრო მეტი სახლი, სკოლა, საბავშვო ბაღი ნადგურდება. ქალაქების სიცოცხლის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი შენობები განადგურდა. მე ახლა უსაფრთხოდ ვარ ბავშვებთან ერთად, მაგრამ ჩემი ქმარი და დედა, ჩემი უმცროსი დის ოჯახი ბომბებს კიევში, სარდაფებში ემალებიან, რადგან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს კიევში, ჟიტომირში, ხარკოვში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში, ხერსონში, ჩერნიგოვში, ოდესაში, კახოვკაში და სხვა ქალაქებსა და სოფლებში. და თითოეული უკრაინელი ეხვეწება რუს ჯარისკაცებს - არ მოხვიდეთ, არ მოგვკლათო. ამ ომს აზრი არ აქვს. მას არ აქვს საბაბი. ვერ გააგრძელებ... შეაჩერე ომი!!!"
კომენტარი