სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 აპრილს ქუთაისში მცირე ნალექი და +28 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. წვიმას პროგნოზირებენ ოზურგეთშიც, სადაც დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +26 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ფოთში. +26 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. უმეტესად ნალექიანი დღე იქნება ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +27 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +15 გრადუსი და წვიმა არის მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში წვიმიან დღესა და +26 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. უხვი ნალექია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმა და +26 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ბაკურიანშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

წვიმაა მოსალოდნელი გორში. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი გუდაურში. +11 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. წვიმაა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. აქაც იწვიმებს.

წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც იწვიმებს.

რუსთავში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს. ღამით კი +14 გრადუსია. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100