სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ზურაბიშვილი: ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახური სასამართლოს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მის ზოგიერთ შემომწირველთან, მათ შორის ექიმებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ აუდიტის სამსახური სხვა საარჩევნო სუბიექტების შემომწირველების საკითხითაც ანალოგიურად ინტერესდება.


„ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახური მიმართავს სასამართლოს. ეს უწყება მუშაობს ისე, როგორც უნდა იმუშაოს და მე როგორ უნდა ვთქვა რამე. ძალიან კარგი. ძალიან ნორმალურია, რომ დაიწყო აუდიტის სამსახურმა და იმედი მაქვს, რომ იგივეს აკეთებს ჩემს კონკურენტებზე. აუდიტის სამსახური უნდა იყოს ჩართული, უნდა იყოს ზედამხედველი ამ კამპანიის და მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100