სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ემიგრანტებმა ფულის შეგროვება დაიწყეს

პოეტმა ზურა სალუქვაძემ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ანგარიში გახსნა. ანგარიში 7 საათის წინ გაიხსნა და მასზე უკვე არის 1528 დოლარი.

„ამერიკაში მყოფ მეგობრებს და ყველას ვთხოვ რომ მინიმუმ 20$ დადოს ჩემს ანგარიშზე... თუ უცხოებიც შემოგვიერთდებით ძალიან კარგი იქნება!
სამი დღის შემდეგ ბანკის ამონაწერს დავდებ აქ თუ რა თანხა შეგროვდება და სავარაუდოდ ოთხშაბათს ან ხუთშაბათს დავდებ აქ ბანკის სრულ ამონაწერს და შემდეგ უკვე შესაბამის ორგანიზაციას გადავურიცხავ თბილისში.
ყველა დეტალს დოკუმენტალურად დავდებ აქ ასევე ყოველ რამდენიმე საათში მე გადავუღებ ბანკის ონლაინ ანგარიშს სურათს და დავდებ აქ რომ ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეთ მავანთ.

Bank of America
account Number 003832277448

ანგარიში გახსნილია პენსილვანიაში PA
Zurab Salukvadze

ასევე ვისაც გექნებათ სურვილი რომ Paypal-ით მიიღოთ მონაწილეობა ამ სიკეთეში, შეგიძლიათ თანხა [email protected] ანგარიშზე გადმორიცხოთ

20$ არ არის ის თანხა რომ ვინმეს რამე მოგაკლდეთ და იქ კი ეს თანხა ძალიან ბევრს ნიშნავს ამ წუთას

ყველაფერი იქნება გამჭვირვალე !!!

გაიხარეთ“ - წერს ზურა სალუქვაძე პირად ფეისბუქ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ პოეტის ფეისბუქ კედელზე უკვე გამოქვეყნდა იმ ადამიანთა სახელებიც, რომლებმაც ფული გადმორიცხეს. ფოტოები იხილეთ ლინკზე: https://www.facebook.com/ZuraSalukvadze/media_set?set=a.10153317424997521.1073741840.635767520&type=3&pnref=story

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100