სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რით გააოცა და გააცინა გივი ბერიკაშვილმა თეატრალური უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების კომისია

გივი ბერიკაშვილის მოგონებებიდან...

მოკლედ გავედი გამოცდაზე, ცოტა ვიმღერე, ცოტაც ვიცეკვე და უცებ ერთი გამომცდელი ასეთ დავალებას მაძლევს, რომ თითქოს ჯარში ვარ, აკოპში და უნდა ვიხოხო მოკლედ სცენაზე. განვაცხადე ამას ვერ ვიზამ მეთქი, გაუკვირდა ყველას ხორავასაც - რატომ ვერ იზავო?! რატომ და ეს ერთი შარვალი მაქვს პატივცემულო და აქ რომ ვიხოხო და დავხიო ხვალ გამოცდაზე ვეღარ მოვალ მეთქი... ხორავას ხარხარი კედლებს აზანზარებდა ისეთი სიცილი ჰქონდა - მართალია ეს ბიჭი რას ერჩითო?!...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100