პროტესტმა შედეგი გამოიღო - ბათუმში რუსებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვის შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება
პროტესტმა შედეგი გამოიღო - ბათუმში რუსებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვის შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება. ქართველი სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ღონისძიება გაუქმდა.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში People - Real Estate იტყობინებოდა, რომ ბათუმში გამოფენა-გაყიდვა 29-30 ივლისს გაიმართებოდა, ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთში მოღვაწე ირაკლი ფირცხალავამაც.
"ექსპო ბათუმი-2023" ის ოფისი დაკეტილია. საზოგადოებრივი პროტესტის და მედიის მიერ ამ ამბის გაშუქების შემდეგ ორგანიზატორები იმალებიან. სამშენებლო კომპანიები კი უარს ამბობენ, ბინების რუსებისთვის განსაკუთრებული პირობებით მიყიდვაზე.
კომენტარი