"მთავარი არხის" დაშავებული ოპერატორი თბილისში, კლინიკაში გადმოყავთ
"მთავარი არხის" დაშავებული ოპერატორი, ლევან აბლოთია თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოყავთ.
მანამდე კი ის ქარელის კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც მის მოსანახულებლად "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შევიდა, რომელმაც თქვა, რომ აბლოთიას მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს, დანარჩენი ტრავმების შესახებ კი საავადმყოფოში არსებული ტექნიკის ხარისხის გამო ვერ მოხერხდა.
ძაან მძიმე მდგომარეობა საბედნიეროდ არ არის. როგორც ექიმები მეუბნებიან, აქ არ არის სამწუხაროდ მაღალი ხარისხის ტექნიკა, რომელიც ამას გადაიღებს, მაგრამ რა ხარისხიც აქ არის ამის შედეგად დადგინდა, რომ არის მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა. და ნეკნებთან და ხელთან დაკავშირებით ამ ტექნიკით ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს. ძაან ბედნიერი ვარ ამის გამო. არის თუ არა ტვინის შერყევა და მუცლის ღრუში რამე, ესეც უნდა გადამოწმდეს უფრო ზუსტი ტექნოლოგიებით.
მათი ხელიდან ადამიანი მკვდარია ვინც ის გადმოაგდო აივნიდან. და მე მას ვპირდები რომ მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი კი არა, ციხეს ვახეხინებ სანამ ცოცხალი ვარ. ამას რომ რამე მოსვლოდა, აი იმ ჩლიქოსანს გავატყავებდი. ახლა შეიძლება ვაკმარო უფრო ნაკლები სიმძიმის დასჯა. ...ეს ბექა ყორშიაა. ისიც სცემეს. უბრალოდ ამის მოყოლის თავი ახლა არავის არ გვაქვს, - თქვა ნიკა გვარამიამ.
კომენტარი