„ყაზტრანსგაზმა“ აფეთქების შესახებ Facebook-ზე გუშინ დადებული პოსტი წაშალა
დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისმა" გუშინ გვიან ღამე Facebook-ზე განცხადება გაავრცელა, რომელიც დღეს სოციალურ ქსელის ოფიციალურ გვერდზე აღარ დევს.
გუშინდელ განცხადებაში მხოლოდ ის ეწერა, რომ კომპანიის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან მალევე მივიდნენ და დეტალებში ერკვევიან. ოფიციალურ განცხადებას კი მოგვიანებით გააკეთებდნენ.
ენერგოომბუდსმენმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესწავლა დაიწყო. ამასთან, იგი კოპანია "ყაზტრანსგაზისგან" ახსნა-განმარტებას მოითხოვს.
დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. გამოძიება უკვე მიმდინარეობს. იკითხებიან კომპანია "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები. მომხდარის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. 8 ადამიანი კი დაშავდა.
კომენტარი