სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ცხოვრობენ ბოშა ბარონები (ფოტორეპორტაჟი)

ბევრ ჩვენგანს ბოშები ჭრელაჭრულა ტანსაცმელში ჩაცმულ მკითხავებად წარმოუდგენია, რომლებიც გამვლელებისგან ფულის გამოძალვას ცდილობენ. მაგრამ ეს ადამიანები ხშირად სულ სხვანაირად ცხოვრობენ. ბოშები რომ ბევრ ფულს გამოიმუშავებენ, ფაქტია. ძირითადი კაპიტალი კი ბარონების ხელშია, რომლებიც მათ უძრავ ქონებაში აბანდებენ.
გთავაზობთ ბოშათა ცხოვრების ამსახველ ფოტოებს.

ეს თავად რუმინეთის “მეფე” ფლორიან ჩიოაბაა. ევროპაში, 2000-იანი წლების დასაწყისში სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც სასამართლომ მას 12 წლის ქალიშვილის 15 წლის საქმროზე მითხოვება აუკრძალა. ჩიოაბამ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოშიც კი გაასაჩივრა, მაგრამ ამაოდ: ქალიშვილს 16 წლამდე უნდა მოეთმინა. შარშან, რუმინეთის მთავრობამ ფლორიან ჩიოაბას ადგილობრივი ბოშათა სასამართლოს დაარსების უფლება მისცა, სადაც ბოშათა “კანონებით” ქვეშევრდომების ადმინისტრაციული საქმეები წყდება.

ბოშათა “ელიტის” ტიპიური წარმომადგენლები (მათ სხეულებზე ასხმული ოქროთი ერთი წლის მანძილზე ბოშების მთელი ბანაკის გამოკვებაა შესაძლებელი).

ბოშათა “ელიტის” დასაფლავებაზე საფლავში ნივთების ჩაყოლებაა მიღებული. მაგალითად, როგორც თავად მოლდოვას ბოშათა “ბარონმა”, ჩერარმა აღიარა, მამამისს საფლავში ავტომობილი “ვოლგაც” კი ჩაატანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100