სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს და მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

მისი განცხადებით, მის მიმართ გამოტანილი განაჩენი "მოგონილი და ყალბია" და მათ არცერთი ქვეყანა აღიარებს, რუსეთის გარდა.

"ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო!

და ჩემო სათაყვანებელო ქართულო საზოგადოებავ. როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ. სრულიად მოგონილი, ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის როზე, მათ შორის პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა ამ განაჩენებს არ აღიარებს მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, რადგან მჯერა ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის!

ძალიან მინდა გთხოვოთ, ხვალ ყველა მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არცერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები.

ჩემი თავისუფლება, და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა.

გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელში.

მიყვარხართ, თქვენი ერთგული მ. სააკაშვილი", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100