სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

2 ივნისს ქუთაისში იწვიმებს. დღისით + 24 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +23 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღის განმავლობაში +23 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

მესტიაში +16 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში ნალექს პროგნოზირებენ. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს.

+24 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +29 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი + 28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება გუდაურშიც, დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ქარის მატება.

ლაგოდეხში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექია, დღის განმავლობაში +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს სიღნაღშიც, +32 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100