სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს ამბავი რომ გავიგე სამი დღე და ღამე ვტიროდი... ოჯახი "დამენგრა" და ახლა ფაქტობრივად მეორე ოჯახი შევქმენი" - თათია სულუაშვილი

იუმორისტი თათია სულუაშვილი "თბილისელებთან" იმ განცდებზე საუბრობს, როცა რუსთავი 2-ს ტოვებდა.

"ბავშვებთან ერთად ამერიკაში ვიყავი დასასვენებლად და იქ გავიგე ეს ამბავი. ისე განვიცადე დასვენება ჩამშხამდა და სამი დღე და ღამე ვტიროდი. სახლში შვილებთან არ ვატარებდი იმდენ დროს რასაც რ2-ში და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გამიჭირდებოდა იმ მეორე სახლის დატოვება ? თითოეულ პერსონაჟში დიდი შრომა მქონდა ჩადებული. ყველა დეტალს განვიცდიდი, ვფიქრობდი....იმდენად ვიყავი მათზე გადართული ჩემი პერსონაჟები მესიზმრებოდნენ. გონება არ მეთიშებოდა და აი, ასეთი ჩემი პერსონაჟები დავტოვე. მათთან ერთად დავტოვე ის ადამიანები რომლებიც ძალიან მიყვარდა და დღემდე მიყვარს. მეგობრობა გრძელდება და ერთმანეთის ნახვა ყოველთვის გვიხარია. გულდასაწყვეტია, რომ გუნდი დაიშალა. ოჯახი "დამენგრა" და ახლა ფაქტობრივად მეორე ოჯახი შევქმენი. ჩემს მეგობრებთან ერთად ნულიდან დავიწყე ყველაფერი.
თათია სულუაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მეტად მას გული ჭორიკანა მეზობლებზე დაწყდა, რომელიც თამუნა ლეკვეიშვილთან ერთად შექმნა:
"ბოლოს მე და თამუნამ რომ შევქმენით ჭორიკანა მეზობლები აი, იმ ჭორიკანა პერსონაჟის დატოვება გამიჭირდა ყველაზე მეტად. ძალიან მიყვარდა" - ამბობს მსახიობი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100