სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოსო ფხაკაძე: "ნავთობის ფასების პროგნოზირება ისევე რთულია, როგორც ვალუტის კურსის"

საწვავის ფასი რეალურად ასახავს სიტუაციას, რაც დღეს ქვეყანაშია - ამის შესახებ “ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ გადაცემა „ბიზნესპრესის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

სოსო ფხაკაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა კარგად გამოიყურება, იმასთან შედარებით, რაც ხდება დღეს რეგიონში.

"ლარის კურსზე ზეწოლა ბევრი ფაქტორითაა გამოწვეული. ეს არის ფულადი გზავნილების შემცირება, უარყოფითი სავაჭრო სარგოს გაზრდა, სავაჭრო ბალანსი მაქვს მხედველობაში და ზოგადად, ის ნეგატიური ფონი, რომელიც რეგიონში არსებობს და რომელიც პირდაპირი თუ ირიბი კუთხით ზეგავლენას ახდენს ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ დიდი ოთხეულიდან უკვე ათი წელია გვამოწმებს, აუდიტს ატარებს ერთერთი კომპანია, ვაქვეყნებთ ჩვენს ფინანსურ ანგარიშგებას ვებგვერდზე, ასევე ჩვენი ფინანსური ანგარიშგება ყოველთვის არის საგადასახადო ორგანოებში, ამიტომ ყოველთვის ამას ვამბობთ - როცა რაღაც შეკითხვაა, კონკრეტული მონაცემების შესწავლა უნდა მოხდეს და აღმოჩნდება, რომ განცხადება, თითქოს ლიტრაჟში ამხელა მოგებაა, არ ყოფილა სწორი... ფასებს დავუბრუნდები. ნავთობის ფასების პროგნოზირება ძალიან რთულია. ისევე როგორც ვალუტის გაცვლითი კურსების და ა.შ. მაგრამ ნამდვილად ვისურვებდი, ერთი წელი მაინც, მთელი წელი, იყოს დაბალი ფასი ნავთობზე და აქ გამოთავისუფლებული სახსრები, სხვა სფეროებში ჩაიდება და დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას." - განაცხადა სოსო ფხაკაძემ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100