ახალი ავტომანქანა სალონიდან საქართველოს ბანკის ავტოსესხით თვეში 294 აშშ დოლარიდან
თბილისი, 15 მაისი, 2013 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, მომხმარებელს აძლევს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, საუკეთესო პირობებით შეიძინოს ახალი ავტომანქანა სალონიდან. Toyota Corolla Comfort+ ან Toyota Corolla Elegance–ის შესაძენად, მომხმარებელს შეუძლია სალონშივე შეავსოს განაცხადი.
მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთით და ისარგებლოს სესხით 294 აშშ დოლარიდან თვეში. სესხთან ერთად, მომხმარებელი მიიღებს ბანკისგან საჩუქარს, რომელსაც თავად აარჩევს– 1 წლიანი დაზღვევა ან 9–თვიანი უპროცენტო პერიოდი. შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს ასევე შეუძლია გადაცვალოს მისი ძველი ავტომობილი. დამატებით, საქართველოს ბანკი სთავაზობს მომხმარებელს თავად გამოცადოს მანქანა, უფასო ტესტ–დრაივზე წინასწარ ჩაწერით, ნომერზე: 2 522 022.
აღსანიშნავია შეთავაზებული მოდელების ფასიც: $18,800 Toyota Corolla Comfort–ისთვის და $19,600 Toyota Corolla Elegance–ისთვის. ეს არის ხსენებულ მოდელებზე ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი, ბოლო 3 წლის განმავლობაში.
2012 წელს, Toyota Corolla კვლავ გახდა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მანქანა – ყოველ 40 წამში იყიდება ერთი Corolla. მხოლოდ 2012 წელს გაიყიდა 1.16 მილიონი ასეთი ავტომობილი.
შეთავაზების პირობების დეტალურად გაცნობა, სესხის კალკულატორით სარგებლობა და მანქანის სპეციფიკაციების ნახვა, შესაძლებელია ვებგვერდზე: www.corolla.ge
კომენტარი