სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტარიელ კაკაბაძე: საქმე შეთითხნეთ, მაგრამ არ გამოგივიდათ დამნაშავეთა საქმიდან "მოტეხვა", ახლა რას პასუხობთ შვილმკვდარ მამას? ვინ მოკლა მისი შვილი?

51 სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში უკვე ყოფილი ბრალდებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ასეთ სტატუსს აქვეყნებს:

ხომ ვამბობდით! ხომ ვამბობდით პირველივე დღიდან, რომ საქმე არ იყო გამოძიებული! ხომ ვამბობდით, რომ დავით სარალიძის მკვლელები არ იყვნენ მიცემული პასუხისგებაში!

მიუხედავად უამრავი დადგენილი გარემოებისა, პროკურორები ჯიუტად აცხადებდნენ, რომ ამ ორმა ბრალდებულმა მოკლა დავით სარალიძე და სხვა პირი ამ დანაშაულში არ მონაწილეობდა.

დღეს სასამართლოს განაჩენით ხომ დადასტურდა, რომ პროკურორები ცრუობდნენ! ხომ დადასტურდა, რომ ჩვენ სიმართლეს ვამბობდით!

საქმე შეთითხნეთ, მაგრამ არ გამოგივიდათ დამნაშავეთა საქმიდან "მოტეხვა" და მათი დანაშაულის სხვებისთვის გადაბრალება! ახლა რას პასუხობთ შვილმკვდარ მამას? ვინ მოკლა მისი შვილ?“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100