Sinopharm-ით აცრისთვის თბილისში ახალი თავისუფალი ადგილები დაემატა
27 აპრილს, 20:00 საათზე ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აცრისთვის 18 წლის ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის დაწყებიდან მალევე თბილისის კლინიკებში აცრისთვის განკუთვნილი ადგილები შეივსო, მოგვიანებით კი დაემატა კიდევ ერთი აცრის ცენტრი, ვაქცინაციის გაკეთება კლინიკა "ვივამედშიც" იქნება შესაძლებელი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივანში მე-12 კილომეტრზე მდებარეობს. ამ დროისთვის აღნიშნულ კლინიკაში ვაქცინაციის დასაჯავშნად საკმაოდ ბევრი თავისუფალი ადგილია.
ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე booking.moh.gov.ge. ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება.
კომენტარი