სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თემურ შაშიაშვილი: "გზაში 48 მანქანა დავკარგეთ"

გუშინ ბათუმიდან დაძრულ, ტელევიზიის წინ აქციასთან შესაერთებლად წამოსულ კოლონას ნინო ბურჯანაძე და ნონა გაფრინდაშვილი დიდი მონდომებით აანონსებდნენ და აცხადებდნენ, რომ კოლონაში 30 ავტობუსი და უამრავი მსუბუქი ავტომანქანაა.

კოლონამ გვიან ღამით მიაღწია ტელევიზიამდე და იგი დაახლოებით თხუთმეტი მსუბუქი ავტომანქანისგან შედგებოდა, რომელთა უმრავლესობაში მხოლოდ მძღოლები ისხდნენ.

"თორმეტი საათია, მოვდივართ, გზაში ყველანაირად გვიშლიდნენ ხელს გადაადგილებაში, მაგრამ მაინც მოვაღწიეთ", – თქვა თემურ შაშიაშვილმა, რომელიც ბათუმში აქციების ორგანიზატორად იყო მივლინებული.

"გზაში 48 ავტომანქანა დავკარგეთ", – დაამატა შაშიაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100