კახეთში ტურამ ორი ადამიანი დაგლიჯა
ტურების შემოსევა კახეთში - სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში ტურამ ორი ადამიანი დაგლიჯა. ორივე დაზარალებულს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.
გარეული ცხოველი ადგილობრივებმა მოკლეს. ჯუგაანში უკვე ჩავიდა ვეტერინარული სამსახური და მტაცებელს ცოფზე შეამოწმებენ.
ჯუგაანელების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნადირი სოფელში გამოჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობა პრევენციული ზომების გატარებას და მონადირეთა ჯგუფების შექმნას ითხოვს.
კომენტარი