სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ბავშვთა სამყარო"-ს მოვაჭრეების დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა

სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანებამ “ბავშვთა სამყარო"-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად საქველმოქმედო ანგარიში გახსნა.

ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

შეგროვილ თანხას, ფონდის მესვეურები “ბავშვთა სამყარო"-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ყველა დაზარალებულზე გადაანაწილებენ.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ:

ს.ს. ,,თიბისი ბანკი" GE48TB7503936020100002

ს.ს. ,,ვითიბი ბანკი" GE42VT6600030033003602

ს.ს. ,,ხალიკ ბანკი საქართველო" GE02HB0000000000593608

მიმღები - ააიპ სავაჭრო - კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება.

საქველმოქმედო ზარის განხორციელება ასევე შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი ოპერატორიდან - ,,მაგთიდან", ,,ჯეოსელიდან", ,,ბილაინიდან" - შემდეგ ნომერზე 0 901 901 959

ზარის ღირებულება 1 ლარია.

სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესმენებსა თუ რიგით ადამიანებს მოუწოდებს, უბედური შემთხვევით დაზარალებულ თანამოქალაქეებს ხელი გაუმართონ.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100