სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღია კარის დღე „თეგეტა აკადემიაში“

26 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში, თეგეტა აკადემიამღია კარის დღე გამართა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ აჭარის რეგიონში მოღვაწე წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე სადაც „თეგეტა აკადემიამსაინტერესო და ინტერაქტიული პრეზენტაცია წარმოადგინა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენთეგეტა აკადემიისმიმდინარე სიახლეებსა და პროგრამებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას.

თეგეტა აკადემიაფუნქციონირებს 2017 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, მისი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში.

2019 წლიდანთეგეტა აკადემიასმიენიჭა ავტორიზებული პროფესიული კოლეჯის სტატუსი და წარმოადგენს ერთადერთ ავტორიზირებულ კერძო კოლეჯს, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს დუალური განათლების მოდელს, რაც ეფუძნება პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას.

თეგეტა აკადემიისსასწავლო კურსს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიოს წამყავანი ბრენდების უცხოელი ტრენერები ავტოინდუსტიის სფეროდან, როგორებიც გახლავთ: ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა. „თეგეტა აკადემიაწელიწადში 80-ზე მეტ ტრენინგს ატარებს. სასწავლო ცენტრი აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზებით, კომპიუტერული ლაბორატორიითა და ბიბლიოთეკით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100