სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ვაიძულოთ მამაკაცი, რომ გაგვიკეთოს სურპრიზები და საჩუქრები?

’’როგორ ვაიძულოთ მამაკაცი გაგვიკეთოს სურპრიზები და საჩუქრები?’’ - თითქოს დაუჯერებელია თუმცა ფაქტია, ეს გახლავთ ფსიქოლოგთა კაბინეტში ყველაზე ხშირად დასმული კითხვა. საოცარია, რომ ამ კითხვით მიმართავენ ფსიქოლოგებს არამხოლოდ გულგატეხილი არამედ ახალგაზრდა ლამაზი ქარიზმატული და საინტერესო ქალები.

ამ პრობლემის მქონე ქალბატონებს ფსიქოლოგები ორ კონკრეტულ რჩევასაც აძლევენ.

1.თუ დიდი ხანი გადის მას კი დაავიწყდა ყვავილების თაიგულით თქვენი სიამოვნება ნუ დაიზარებთ და ნურც დიდხანს დაელოდებით გადადგით მორიგი ნაბიჯი თქვენ! შეურჩიეთ რაიმე თუნდაც სიმბოლური საჩუქარი თქვენს მამაკაცს და სათანადო მომენტი შეურჩიეთ საჩუქრის გადაცემას(ამას დიდი მნიშვნელობა აქვს). ამით თქვენ მას მიანიშნებთ, საჩუქრების გაკეთების დრო თქვენს ცხოვრებაში არ უნდა გაქრეს.

2.როდესაც პარტნიორი გიკეთებთ სიურპრიზს მას ამახსოვრდება პირველი 10 წამი თქვენი რეაქციისა. ამიტომ დიდი ყურადგებით მოეპყარით ამ რჩევას, ნებისმიერი თუნდაც არასასურველი საჩუქრის მიღებისას აუცილებლად უნდა გამოხატოთ სიხარული და აღფრთოვანება არა ნივთით არამედ პარტნიორის სურვილით, მოენიჭებინა თქვენთვის ბედნიერება. თუმცა აუცილებელია ემოციების კონტროლი ჭკუიდანაც ნუ გადახვალთ ამითი შესაძლოა დააბრთხოთ მამაკაცი. იყავით ადეკვატური ნებისმიერ სიტუაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100