ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სულ მცირე 38 ადამიანს ითვლის
სამხრეთ კორეაში მშენებლობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ იჩეონში მოხდა, როცა მუშები საწყობს აშენებდნენ. როცა ისინი მიწისქვეშა დონეზე მუშაობდნენ, აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლი მთელ შენობას მოედო. ადგილზე 410 მეხანძრე და მაშველი იყო მობილიზებული.
ბოლო მონაცემებით, ინციდენტს სულ მცირე 38 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 25 დაღუპულისა და 7 დაშავებულის შესახებ.
კომენტარი