რამდენმა ადამიანმა იოცნება გურიაში?!
გუშინ ოზურგეთში გამართულ აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობამ, კიდევ ერთხელ არ გაამართლა „ქართული ოცნების“ წევრების იმედები.
“ოცნებაზე“ გურიის მოსახლეობის უმრაველოსობამაც უარი თქვა.
როგორც აღმოჩნდა, ქუთაისისა და ოზურგეთის მცხოვრებლებს ოცნებას რეალური ცხოვრება ურჩევნიათ. სწორედ ამიტომ, ქუთაისში ექვსი ათასამდე ადამიანი მივიდა, ოზურგეთში კი ორიათასმა გურულმა მოიყარა თავი.
აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ შეკრებილი გურულების უმრავლესობას ბიძინას იდეოლოგიის გათავისება და მხარდაჭერა სულაც არ სურდა, დამსწრე საზოგადოების ნახევარზე მეტს სკოლის მოსწავლეები და თინეიჯერები შეადგენდნენ, რომლებიც ბერას მოლოდინით დათანხმდნენ ბიბის დაზეპირებული სიტყვებისა და ფრაზების მოსმენას.
არადა აქციის ორგანიზატორები ბერას „გალა კონცერტს“ გვპირდებოდნენ, თუმცა, ბერამაც ორი სიმღერა საკბილოდ გადაუგდო დამსწრე საზოგადოებას და გაკვირვებულ გურულებს, რამდენიმე სიტყვით სიყვარულიც აუხსნა.
ყველაფერთან ერთად უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, მაია ფანჯიკიძემ ოზურგეთის აქციაზე მისული ადამიანების ზუსტი რაოდენობა ვერ დაასახელა.
„აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, თუმცა კონკრეტულ რიცხვს ჯერჯერობით ვერ დავასახელებთ“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
კომენტარი