სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დარწმუნებული ვართ ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი და მოკავშირეები“ - პენტაგონი პუტინის მუქარას პასუხობს ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ

აშშ-ის ოფიციალურ პირებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვული შეკავების ძალები მაღალ მზადყოფნაში მოაქცია, განაცხადა თავდაცვის მაღალჩინოსანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. „ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ ამ ანგარიშების სისწორეში. ეს არის პუტინის გადადგმული არასაჭირო ნაბიჯი, რადგან რუსეთი არასდროს ყოფილა ნატოს და რა თქმა უნდა, უკრაინის საფრთხის ქვეშ,“ - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. როგორც აშშ-ის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი დარწმუნებულები არიან საკუთარ ძალებში და შეუძლიათ საკუთარი თავისა და მოკავშირეების დაცვა. „ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი მოკავშირეები, ჩვენი პარტნიორები, და ეს მოიცავს სტრატეგიული შეკავების სფეროს“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100