იმერელი გლეხის წერილი ბიძინა ივანიშვილს
ბატონო ბიძინე, მომისმინეთ პატარა ხანს და ნახე, რაზე მინდა მივაპყრო შენი ვეებერთელა ყურადღებაი.
ბატონო ბიძინე, გევიგე რო გადაგვაგდე, არც გადასახადები შეგვიმცირე, არც უფასო ფულით გაგვანებივრე, არც დაბალი კრედიტები მოგვეცი და არც მეოთხე-მეექვსე წელი იყო გადასარევი, როგორც გვპირდებოდი, მარა ახლა რაღას გვერჩი და გვებრძვი - შენი დაბრუნებით და არჩევნების გაყალბებითი?
კიდე მეორედ მოსვლა და უბედურება გვინდა ამ ისედაც ღატაკ, უმუშევარ, დაქცეულ და დამშვეულ ხალხს?
თავიდან მე რომ მჯეროდა შენი, ისეთი უნდა რწმენა და მორჩილებაი.
კრიმინალსაც კი მევეკიდე გაგებით (როგორც მაშინ გვიბრძანე).
ჩემი საწყალი ჟუჟუნა რო დააუთოვეს ყაჩაღებმა, ხმაც კი არ ამევიღე, ბიძინე დიდს არ ეწყინოსთქვა, მარა რაც ახლა და რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ბიძინე, ეგ უკვე ნამეტანია.
პური ჩვენ არ გვაქვს, სამსახური ჩვენ არ გვაქვს, ხვალინდელი დღის იმედი ჩვენ არ გაქვს და მარტო ვოლსკის და ახლა გაგდებული ბესელიას ბედნიერი საახებით გაბრწყინდება ე ჩვენი ქვეყანაი?
ბატონო ბიძინე, ბატონობა და ბატები არ გაკლია შენ, ირგვლივ და ხელისუფლებაში, მარა ასე ერთნაირად უთავბოლო და მუქთახორა მინისტრები სად მოხვეტე და მეიპოვე?
დოუკვირდი პატარა, რას აკეთებ, გაბრაზდა ეს ხალხი და საშიშია უკვე ეგ ამბავი.
შენ რო ხეებს დაათრევ და დაატარებ აღმა-დაღმა, ხალხს პური და საკვები რომ არ აქვს, იცი?
თუ არ შეგეძლო რას პირდებოდი და თუ პირდებოდი, რას დეიმალე და დეიფსე ეგ ყურები?
მევედიო რომ გეიძახი, რო მეხვედი და მოგვაშტერდი, ჩვენ და ამ საცოდავ საქართველოს რაა მერე?
შენი ზებრების, პინგვინების და იმ დასაწვავი ზურაბიშვილისათვის გამეიარე მეორედ?
ბიძინე, იცი შენ, გლახა ამბავს არ გირჩევ მე, გეიწიე და გეერიდე ამ ხელისუფლებას და გაგიჟებულ ხალხს, ვიდრე გვიან არ არის.
ყელშია უკვე ამდენი ტყუილი და როგორც შენ გიყვარს ხოლმე თქმა, ნარდის თამაშის დროს, „სიცრუეში ცხოვრებაი“.
ბიჭო, ჩვენ რო ახლა სიცრუეში და უბედურებაში ვცხოვრობთ, ისეთი უნდა...
ის „ბრიჯსტოუნა“ კალაძე რო დასვი მანდ მერად, დედაქალაქში, აბა გეიხსენე რას ამბობდა ადრე... როგორ დაგვაბოლა და დაგვაქცია მაგ ავტოგოლამა?!
მაინც, რამდენი აფერისტი და გადამგდები გაზარდე ჩვენდა საუბედუროდ?
გეიგე, რომ აღარ ოცნებობს ეს ხალხი და მოგადგება ერთ მშვენიერ დღეს - შენ და შენს პინგვინებს.
ახლა მე რომ ამ მთავრობას ვუთხრა რას დაგამსგავსათ ამ უბედურმა სეთურმათქვა, ხო გეწყინება და გედეირევი?
მკვლელებს თქვენ მფარველობთ, ბარიგებს თქვენ უშვებთ, ხალხს თქვენ აღატაკებთ, ქვეყანას თქვენ ანგრევთ და ანიავებთ და ვინ არის დამნაშავე, ხო არ იცი? ჩემი მეზობელი ქეციანი ცისკარაი?
ა, გრიპი და უბედურებაა ახლა. თქვენი სიშტერეებით დეიღუპნენ ადამიანები, მარა გედეივლის ეს ეპიდემიაი და მოვა გაზაფხულიც.
ვერ გევექცევით ამ ამბავს ჩვენე, ბუნების კანონია ეგ, მარა შენი და შენი „ქართული ოცნების“ შემოდგომა მოდის ბიძინე და, იფიქრე ამაზე და შეკაზმე მაგ ზებრა.
კომენტარი