სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაზე ისაუბრებს რუსეთის დელეგაცია ივანიშვილთან?

“რუსეთის დელეგაცია აპირებს, ჰკითხოს ბიძინა ივანიშვილს, აპირებს თუ არა ახალი მთავრობა საგარეო კურსის შეცვლას რუსეთთან მიმართებაში” - ამის შესახებ მედიას საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განუცხადა.

რუსეთის დელეგაცია აღნიშნულ შეკითხვას პრემიერ ივანიშვილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაუსვამს.

"გვაინტერესებს პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობის კუთხით, რადგან, ჯერჯერობით საქართველოს ახალი ხელისუფლების ოფიციალური განცხადებები ისევ იმ პოლიტიკასთან მოდის შესაბამისობაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ატარებდა. ჩვენ გვინდა გავიგოთ, რა ცვლილებები იქნება, რომელიც მოგვცემს საფუძველს ჩავთვალოთ, რომ არის შესაძლებლობა იმისა, გვქონდეს იმედი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების", - აღნიშნა პუშკოვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით 23 აპრილს გამოვა. მიმართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100