სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შენ ისეთი ხარ ბატონო ნიკა შეიძლება წყალიც დავდგათ ეკრანთან და დამუხტო კაშპიროვსკივით" - ზალიკო ბერგერი ნიკა გვარამიას დამუნათების თემას ეხმაურება

"ძვირფასო ზოგიერთო მაყურებელო!

მორჩით ჩემს დამუნათებას - ან შეცვალე ტემპი, ან გადავრთავო. მე ასე მიმყავს და გადაცემაც ასეთია. არ მოგწონთ წაყვანის სტილი - გადართეთ. ვერ მეწევით მე - დაეწიეთ სხვას. რეიტინგით და მაყურებლის დაკარგვით დამუქრება ნამეტანია და წავშლი ყველა ამგვარი მუქარის ავტორს (გულწრფელ კრიტიკოსებს, ცხადია, არ ეხება). ისე წერთ, მაშინ გადავრთავო, გეგონება თვითმკვლელობამდე მიყვანას ცდილობდეთ. არაა ეგ ასე მარტივი და ზოგადადაც, ასეთია ცხოვრება - ვიღაცა გადართავს, ვიღაცა გადმორთავს.

ps ხო მართლა, თქვენ რომ ვერ მეწევით, ყოველთვის ჩემი ზედმეტი სისწრაფის ბრალი არ იყოს იქნებ? ჰა?" - ასეთი პოსტით მიმართა ნიკა გვარამიამ იმ მაყურებელს, რომელებიც მის დამუნათებას ცდილობენ. პოსტზე "მთავარი არხის" დამფუძნებელს ასეთი კომენტარი დაუწერა ზალიკო ბერგერმა: "შენ ისეთი ხარ ბნ.ნიკა შეიძლება წყალიც დავდგათ ეკრანთან და დამუხტო კაშპიროვსკივით".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100