სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხაშურში ორი არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს

ხაშურის ცენტრში, მშენებარე კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ სასადილოში ახალგაზრდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

მოზარდებს დაზიანებები ბასრი საგნით - სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ორივე მათგანი ხაშურის საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო პროცედურები წუხელვე ჩაუტარდათ. მოზარდები ამ დრომდე სტაციონარში რჩებიან.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყების განმარტებით, ამჟამად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე პირების დადგენისა და დამნაშავის დაკავების მიზნით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100