სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენად საშიშია პოპულარული სამარხვო პროდუქტი

მარხვის პერიოდში ერთიორად იზრდება მოთხოვნა სოიოზე. ქვეყანაში იმპორტირებული ეს პროდუქტი ხშირ შემთხვევაში, გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავს. არის თუ არა ჯანმრთელობისთვის საშიში - ამის შესახებ მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ მათი მიღება სასურველი არ არის.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში აცხადებენ, რომ მათ საბითუმო მაღაზიაში შეიძინეს სხვადასხვა ქვეყნის წარმოებული სოიოს ტექსტურატის, სოიის იზოლატის და სოიოს კონცენტრანტის სრული შე­ფუთვა. მათ იყენებენ სხვადასხვა სასურსათო პროდუქტის წარმოებაში - ნახევარფაბრიკატებში, "კეტჩუპებში", მშრალ წვნიანებსა და მაიონეზებში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სოიოს ცილოვან პროდუქტებში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები აღმოჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100